11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა. გაზპრომის შვილობილი კომპანია, Nord Stream AG აცხადებს, რომ მიწოდების შეჩერების მიზეზი ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.
- მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს
- 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს
- უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
კომპანიის ცნობით, სამუშაოები 10 დღით გაგრძელდება და მიწოდება 21 ივლისს აღდგება, თუმცა დასავლეთში არსებობს ეჭვები, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთმა, შესაძლოა, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა გააჭიანუროს. თუმცა, მანამდე, ყოველწლიურ სამუშაოებს 10-12 დღე სჭირდებოდა და გაზის მიწოდება ყოველ ჯერზე დათქმულ დროს აღდგა.
- გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება
- რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა
14 ივნისს რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ ბუნებრივი აირის მიწოდება 40%-ით შეამცირა და მიზეზად დაასახელა ის, რომ კანადამ ტურბინების დაბრუნება გააჭიანურა, რომელიც Simens-მა რემონტზე გადაიტანა.
10 ივლისს კანადის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის“ მილსადენის შეკეთებული ტურბინის გადაცემას. რუსული „გაზპრომის“ მტკიცებით, კანადა ტურბინის უკან დაბრუნებაზე უარს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო ამბობდა.
გერმანული კომპანია Siemens Energy-ის ცნობით, კანადაში შეკეთებული გაზის მილსადენის ტურბინის ბერლინისთვის გადაცემა მისი საბოლოოდ რუსეთში ტრანსპორტირების პირველი ნაბიჯი იყო. კომპანიის ცნობით, ტურბინა რუსეთში მაქსიმალურად სწრაფად გაიგზავნება. უკრაინა მოუწოდებდა კანადას, არ დაებრუნებინა მილსადენის შეკეთებული ნაწილი, რადგან ეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.